ომბუდსმენი: პრემიერმა, პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა

„ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, - თქვა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ „თუკი ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ“. ასევე ნახეთ "თბილისი პრაიდი": ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არ არსებობს სახალხო დამცველმა დღეს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამჯერადაც სახელმწიფო ორგანოები ცდილობენ არა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას, ორგანიზატორების და შემსრულებლების წამქეზებლების დასჯას, არამედ დისკრედიტაციას ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის“. ასევე ნახეთ წულუკიანი ოპერატორის გარდაცვალებაზე: შეწყდეს აგრესია მათ მიმართ, ვისაც აღლუმი არ უნდოდა ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ. არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები და მოქალაქეები ითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სრული შემადგენლობით. მთავრობა ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს, მოქალაქეები აქციების გზით აპირებენ ზეწოლას ხელისუფლებაზე. ...
წყარო
  • VIP

Vip gogo

თბილისი
  • 32 წუთის წინ

Anna

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 9 საათის წინ

Sema

თბილისი
  • 10 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 13 თვის წინ

Batumi transi

ბათუმი
  • 12 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nuki

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 19 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 9 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ