"თბილისი პრაიდი": ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არ არსებობს

"თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სამძიმარს უცხადებს "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს. "ეს ტრაგედია მოჰყვა 5-6 ივლისს მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას ჰომოფობიურ ნიადაგზე, რომელზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ! გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელშიც მან 5 ივლისს მომხდარ შემზარავ ძალადობაზე პასუხისმგებლობა “თბილისი პრაიდსა” და სამოქალაქო აქტივისტებს დააკისრა, რითაც კიდევ ერთხელ წაახალისა ჩვენზე ძალადობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია", - წერია განცხადებაში. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 95% მარშის ჩატარების წინააღმდეგია ყველა უნდა დაემორჩილოს "თბილისი პრაიდი" საზოგადოებას ახსენებს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა. "ჩვენ სისტემატურად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებაზე, ვაფრთხილებდით დაანონსებული ძალადობის შესახებ, ვთხოვდით, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომ თავიდან აგვერიდებინა 2013 წლის მსგავსი არეულობა თბილისის ქუჩებში, შევთავაზეთ ღირსების მარშის ალტერნატიული გეგმაც. ნაცვლად ამისა, მივიღეთ დახურული ალტერნატიული ლოკაციის დაპირება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პრინციპებს. 4 ივლისის საღამოს შემდეგ კი, მიუხედავად შეთანხმებისა შემდგომი სამუშაო პროცესის შესახებ, შსს-მ ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა! 5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადა...
წყარო

Maka

თბილისი
  • 15 საათის წინ

Lizi varketili

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nica

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 22 წუთის წინ

Rita

თბილისი
  • 14 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 11 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tekla

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 2 საათის წინ

Eko

თბილისი
  • 2 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 23 დღის წინ