კობახიძე ლაშქარავას გარდაცვალებაზე: საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე; მელაძემ დილიდან იცოდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "TV პირველის" საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ არხის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე "ყველაფერი იცოდა". მმართველი პარტიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად, გარდაცვალების მიზეზებზე მიანიშნებს. "დილიდანვე ნოდარ მელაძემ იცოდა რაშიც იყო საქმე, საზოგადოებამ უკვე იცის რაშიც იყო საქმე, რაში იყო საქმე ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა. რაც შეეხება ცოდნას, გუშინ დილიდან ყველაფერი იცოდა ნოდარ მელაძემ, მაგრამ ამის მიუხედავად მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის უკიდურესაც ამორალური საქციელი... გუშინ დილით რაც იცოდა ნოდარ მელაძემ და არ ვიცოდი მე, გაიგებს ამას საზოგადოება", - განაცხადა კობახიძემ. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ნოდარ მელაძე ირაკლი კობახიძეს მატყუარას უწოდებს. "ერთადერთი ინფორმაცია რაც გვქონდა ადგილზე რომ მივედით იყო დედის ნაამბობი ღამე მოვიდა დაიძინა და დილით გარდაცვლილი დამხვდაო. ექსპერტიზის პასუხის როგორც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, იქნება 20 დღეში და ან მე ან კობახიძეს ან ვინმე სხვამ საიდან უნდა იცოდეს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი?!. ვიდრე პოლიცია არ მოვიდა და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყო ეთერიც კი არ გაგვიშვია 11:00 საათამდე", - ამბობს მელაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, გუშინ, 11 ივლისს ორი საგანგებო ბრიფინგი გამართა. ორივე ბრიფინგზე მიანიშნა, რომ ლაშქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება გამხდარიყო. შსს-ს კრიმინალური სამსახურის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრფინგებზე ახსენა სიტყვები: "ფონიჭალა", "ზედოზირება" და "სავარაუდოდ არაფხიზელი" და ამით ნარკომომხმარებლობაზე მიანიშნა. ლაშქარავა გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ...
წყარო

Monika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Dako

გორი
  • 20 დღის წინ

Ela

თბილისი
  • 9 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 5 საათის წინ

Lenka

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Batumi transi

ბათუმი
  • 10 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 13 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • VIP

Nita

თბილისი
  • 5 წუთის წინ