კუბაში პროტესტის ფონზე, ბაიდენი მოუწოდებს ჰავანის ლიდერებს "შეისმინონ ხალხის ხმა"

ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ათასობით კუბელმა მიიღო მონაწილეობა მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში, რაც იშვიათად ხდება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კუბის კომუნისტურ მთავრობას მოუწოდა, მოესმინათ მათთვის, ვინც პროტესტს გამოხატავდნენ და მოითხოვდნენ "რეპრესიებისა" და სიღატაკის დასრულებას კუნძულზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც კუბის ქუჩებში 11 ივლისს გამოვიდნენ - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე უარესი ეკონომიკური კრიზისისა და კორონავირუსის ინფექციების რეკორდული აფეთქების ფონზე - გაიძახოდნენ ლოზუნგებს, რომელთა შორის იყო "ძირს დიქტატურა" და "თავისუფლება". პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, ამის საპასუხოდ თავის მომხრეებს მოუწოდა "ებრძოლათ" დემონსტრანტებთან დედაქალაქში, ჰავანაში. მან ამ საპროტესტო გამოსვლებში შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომელიც "ეკონომიკური ხრჩობის პოლიტიკას ატარებს იმისთვის, რომ სოციალური მღელვარების პროვოცირება მოახდინოს ქვეყანაში". სახელმწიფო მედია-სამსახურის თანახმად, დიას-კანელი ქვეყნის წინაშე მორიგი მიმართვით 12 ივლისს, დილის 9 საათზე უნდა გამოსულიყო ჰავანაში. კარიბის ზღვის კუნძული-სახელმწიფოში დაახლოებით 11 მილიონიანი მოსახლეობით, მოხმარების უკმარისობის, სამოქალაქო თავისუფლებების გაზრდილი შეზღუდვისა და ვაქცინის დეფიციტის პრობლემებს, რამაც საზოგადოების რისხვა გამოიწვია ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვის გამო. "ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ კუბელ ხალხს და მათ ხმამაღალ მოწოდებას თავისუფლებისკენ და განთავისუფლებისკენ პანდემიის ტრაგიკული შედეგებისგან და ათწლეულების განმავლობაში რეპრესიებისა და ეკონომიკური ტანჯვისგან, რომელშიც ისინი კუბის ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩააგდო", - განაცხადა ბაიდენმა AFP-ს ჟურნალისტების ცნობით, პოლიციამ 11 ივლისს ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ხალხის დასაშლელად. როიტერი ციტირებდა მოწმეებს ჰავანაში, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ნახეს, თუ როგორ დააკავეს საპროტესტო აქციის დაახლოებით ორი ათეული მონაწილე უშიშროების ძალებმა, რომლებსაც, სავარაუდოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომლები ეხმარებოდნენ. ...
წყარო

Maka maka

თბილისი
  • 4 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 10 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 12 დღის წინ

Janna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Inna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ellaa

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natasha

ქუთაისი
  • 6 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ