ინგა გრიგოლია: ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში

„აქ უნდა ვიდგეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, უნდა ვითხოვდეთ მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა. დღეს მეგონა მთავრობის სხდომა რომ იწყებოდა, ცოტა მაინც შეეცდებოდნენ რომ რაღაცნაირად, ოდნავ მაინც მიეწყნარებინათ ადამიანების სულებში მღელვარება, ამის ნაცვლად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მედიას დაგვაბრალა, მედიას რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა, იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც ჩაეწყნარებინათ მღელვარება. მივმართავ პრემიერ-მინისტრს - ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, რომ გამოდიხართ და ასე უაპელაციოდ გვაბრალებთ შეთქმულებაში მონაწილეობას. შეთქმულება კი არა ჩვენი უფლებებისთვის ვდგავართ აქ, იმიტომ ვდგავართ აქ რომ ჩვენ გარდაცვლილ კოლეგას დავტირით და ვითხოვთ პასუხს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც აქ მოუწყეთ ქართულ მედიას“,- განაცხადა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. три მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს. ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ. ...
წყარო

Mako

თბილისი
  • 10 დღის წინ

Inna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Knutiko

რუსთავი
  • 2 დღის წინ

Natasha pozitiuri gogo

ქუთაისი
  • 5 საათის წინ

Nati

თბილისი
  • 2 დღის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 14 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 20 დღის წინ