მაია ასათიანი: თითოეულს, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოთ, რა ფერის თმაც არ უნდა გქონდეთ, დაგიდგებით წინ

"დღეს რუსეთი კი არ მოდის, რუსეთი მოვიდა და ზუსტად ვიცი, რომ იმ ჩემი შვილივით ფერადთმიანი და დღეს მეც ასეთი ვარ, პირსინგებიანი და ტატუებიანი 44 წლის ქალი და გპირდებით, ბავშვებო, გადაგეფარებით, იმიტომ რომ სხვა დასაკარგი მე აღარაფერი მაქვს და ცხოვრების მთავარი შიში უკვე დაძლეული მაქვს. თითოეულ თქვენგანს, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოთ, რა ფერის თმაც არ უნდა გქონდეთ, დაგიდგებით წინ. მეც და მთელი ქართული მედიაც. ამ დღეებში ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქართული მრავალხმიანობა, ერთი ცალკე აღებული არაფერია. ყველა ხმა განსხვავებულია და ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ქართული მრავალხმიანობის უნიკალობა, მთელ მსოფლიოში რომ არ არის. ჩვენც ასეთები ვართ: ზოგი წითელი, ზოგი ლურჯი, ზოგი მწვანე, ზოგი დაბალი, ზოგი მაღალი. სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენი სიძლიერე სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია. არ დავიღლებით, არ დავიშლებით. არც ერთი ბრძოლა ჯერ არ წაგვიგია ქართულ მედიას და ყველა ცვლილება სწორედ მედიიდან დაიწყო და ამ ხელისუფლებას გავახსნებ იმ საშინელ, ცოცხების დღეს. ხომ გახსოვთ, სად გავიდა ეს ამბავი? ტელევიზიაში. ვარდების რევოლუციაც ტელევიზიიდან დაიწყო და 7 ნოემბერიც ტელევიზიიდან დაიწყო. დე ჟავიუ ხომ არ გაქვთ? იქნებ სხვის შეცდომებზე მაინც ისწავლოთ, საქართველოში მედიაოჯახთან ბრძოლა მთავრდება თქვენი დამარცხებით", - ასე მიმართა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ადამიანებს ტრიბუნიდან. პარლამენტის წინ აქციის მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა. три მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს. ტვ "პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ. ...
წყარო

likuna

თბილისი
  • 16 საათის წინ

Janna

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Mako varketili

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ника

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 5 საათის წინ

Gvanca

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 13 დღის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 16 საათის წინ

Niniko

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Mia

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nuki

თბილისი
  • 9 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 1 დღის წინ