სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო

ის, რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან წამხალისებელი, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს -სახელწმიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. „კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას ოჯახის წინაშე, მედია საზოგადოების, ჟურნალისტების წინაშე, „ტვ პირველის“ წინაშე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა, ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, ეს მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს – სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ ხოლმე ასეთი გონორით, რომ „ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ!“ – ეს უნდა გაითვალისწინონ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. ის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში იციან, რომ მათ ნათქვამ სიტყვას ნდობა არ აქვს და იმისთვის, რომ ყველაფერი კიდევ უფრო არ დამძიმდეს, იძულებულები არიან, ინფორმაცია ასე ეტაპობრივად გაასაჯარავოს, მათ შორის, კანონის დარღვევით. „მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გამოძიება დასრულდეს. ის, რომ უწყება დოზირებით გვაწვდის ინფორმაციებს, ეს ძალიან სამწუხაროა და ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას – უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას იმდენად უკვე ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან დაარღვიონ, მათ შორის, კანონი და ასე ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ეს. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე. ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ...
წყარო

ზიზი

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Tika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Алина

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 13 თვის წინ

Maka maka

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 2 საათის წინ

Emma

თბილისი
  • 58 წუთის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 23 დღის წინ

Anano da nita

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Ana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Gvanca

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 2 საათის წინ