აშშ-ის მარეგულირებელი უწყება მიიჩნევს, რომ დამატებით აცრა საჭირო არ არის, მაგრამ კვლევა გრძელდება

პირებს, ვინც აიცრა ორი დოზით, არა სჭირდებათ მესამე, განაცხადეს აშშ-ის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა 12 ივლისს მას მერე, რაც შეხვდნენ ვაქცინის მწარმოებელი ფირმის, Pfizer-ის წარმომადგენლებს. შეხვედრა შედგა მას მერე, რაც გასულ კვირაში Pfizer-მა განაცხადა, რომ აპირებს აშშ-ის მარეგულირებელ უწყებებს მიმართოს კოვიდ-19-ის კიდევ ერთი, განმაახლებელი დოზის ნებართვისთვის. Pfizer-ი აცხადებს, რომ მესამე დოზა შეძლებდა კოვიდის წინააღმდეგ იმუნიტეტის მკვეთრად გაძლიერებას და შესაძლოა, სწრაფად გადამდები „დელტა“ ვარიანტისგან დაცვას, რომელიც ვრცელდება ბევრ ქვეყანაში. აშშ-ის მთავარმა ექსპერტმა კორონავირუსის საკითხებში, ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული და რომ მარეგულირებელი ორგანოები განიხილავენ მთელ სურათს, სანამ აშშ თავის პოლიტიკას შეცვლიდეს. ფაუჩიმ CNN-ს უთხრა, რომ ვაქცინა ძალიან ეფექტიანია და აღნიშნა, რომ ახლა მსჯელობა იმას ეხება, თუ რამდენ ხანს იქნება ასე. 12 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა არ უნდა შეუკვეთონ დამატებითი მესამე დოზა თავიანთი უკვე აცრილი მოსახლეობისთვის, რადგან არაერთ ქვეყანას ვაქცინა ჯერ საერთოდ არ მიუღია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ ძალიან დიდია განსხვავება აცრის სფეროში მდიდარსა და ღარიბ ქვეყნებს შორის და პრიორიტეტი ახლა უნდა იყოს მათი აცრა, ვისაც არცერთი დოზა არ მიუღია. ...
წყარო

Teona

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Sofi

თბილისი
  • 1 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 45 წუთის წინ

Eva

თბილისი
  • 17 დღის წინ

Aleksandra

თბილისი
  • 1 დღის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 17 დღის წინ

Sofo varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • NEW

Sofo

თბილისი
  • 17 საათის წინ

Luda

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 5 საათის წინ

Vasilisa

თბილისი
  • 4 დღის წინ