ჯაღმაიძე 5 ივლისის ძალადობაზე: საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა?!

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ შემთხვევებზე საპატრიარქო პასუხისმგებლობას არ გრძნობს. „საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა? რომელი არაერთი, ერთი მოწოდება იყო [ძალადობისკენ], ერთი იყო... მერე რაა, რომ მეუფე იაკობი იყო რუსთაველზე? მეც ვიყავი რუსთაველზე“, - უთხრა ჟურნალისტებს ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ძალადობა ახლა ხდება იმ მიტინგებზე, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ტარდება ჟურნალისტების სოლიდარობისთვის: „ვერ ხედავთ, რა ხდება? დიახ, დიახ, ჟურნალისტების სოლიდარობის მიტინგზე. იქ არის ძალადობა, რ თქმა უნდა. საპატრიარქოს მიმართ არის სიძულვილის ენა აღუწერელი უბრალოდ“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. იგი ამბობს, რომ ჟურნალისტების სოლიდარობის აქციებზე, რომლებიც ტვ „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ იმართება, თავად ლექსო აღარავის აინტერესებს: „დღეს ლექსო იქ აღარავის აინტერესებს, მე მგონი. თუ უმეტესობას არ აინტერესებს. მას უნდოდა პატრიარქთან მოსვლა. დღეს წესს აუგებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ასევე ნახეთ "სიყვარულით ნაკარნახევი" ძალადობა 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, დღის ბოლოს საპატრიარქომ თქვა, რომ „ლოცულობდა ჟურნალისტებისთვის“. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებული - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ასევე ნახეთ მეუფე ანტონი: თქვენ გარდააცვალეთ ლექსო ლაშქარავა შინაგან საქმეთა სამინისტროში სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება. ლექსო ლაშქარავას 13 ივლისს დაკრძალავენ, იგი 11 ივლისს გარდაიცვალა. მისი...
წყარო

Nuki

თბილისი
  • 7 დღის წინ

Natasa

ბათუმი
  • 5 საათის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 14 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 14 საათის წინ

nuro masaji

თბილისი
  • 13 საათის წინ

Valentina

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Leka

თბილისი
  • 6 დღის წინ

ნენე

თბილისი
  • 16 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 11 დღის წინ

Mariam

თბილისი
  • 5 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 10 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ