პიტერ სტანო აცხადებს, რომ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებული სამწუხარო მოვლენები საქართველოს შეფასებაში აისახება

"სამწუხაროა ის ყველაფერი, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება საქართველოში, განსაკუთრებით ოპერატორის სიკვდილი. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მისი გარდაცვალების გარემოებების გამოძიება ნამდვილად გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად წარიმართოს", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის, შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა ეს მოვლენები გავლენას ევროკავშირის განზრახვაზე, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს საქართველოსთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, - პეტერ სტანომ აღნიშნა, რომ ასეთი მოვლენები ყოველთვის წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან განხილვის საგანს და ეს, საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე შეფასების დროს, გათვალისწინებული იქნება. "რაც შეეხება თბილისი პრაიდთან დაკავშირებულ ძალიან სამწუხარო მოვლენებს, ჩვენ უკვე განვაცხადეთ მკაფიოდ, რომ უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებები და თავისუფლებები გარანტირებული და პატივცემული უნდა იყოს და [საქართველოს] მთავრობა მოვალეა, რომ დიაცვას და პატივი სცეს მათ უფლებებს. და ეს ყველაფერი, ცხადია, გათვალისწინებული იქნება საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე შეფასების დროს. საქართველო ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზით; ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ შეფასებებს, გვაქვს რეგულარული დაილოგი და, ასეთი საკითხები და ასეთი მოვლენები ყოველთვის ხვდება ამ შეფასებებში, ევროკავშირი ყოველთვის ახსენებს მათ და იღებს მხედველობაში. რადგან, საბოლოო ჯამში, საქართველომაც თავის მხრივ მკაფიოდ აიღო ვალდებულება, რომ განავითაროს ევროპული ფასეულობები, ეს არის ერთობლივი საფუძველი, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობა ემყარება: ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გარანტირებული, დაცული და მხარდაჭერილი იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ენობრივ, ეთნიკურ, ეროვნულ, სექსუალურ თუ გენდერულ ჯგუფსაც არ უნდა განაკუთვნებოდნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა 13 ივლისს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ. ​5 ივლისს თბილისში დაანონსებული "ღირსების მარში" ჩაიშალა. დილიდან საპატრიარქოსა და ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებით თბილისის ქუჩებში ძალადობრივი და სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე, დაშავდა მინიმუმ 53 ჟურნალისტი. ამ დრომდე ძალადობის მოწოდებისთვის ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის არავინ არის დაკავებული. ...
წყარო

Mari

თბილისი
  • 9 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 30 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 3 საათის წინ

Sofi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Leka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Matilda

თბილისი
  • 8 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 25 წუთის წინ

Naniko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 4 დღის წინ