ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. დავით კუტალაძისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების მიღებისას დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა ტაში დაუკრეს. "ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ბიჭი ვარ... აქ არაერთხელ გააჟღერეს ჩემზე, რომ ვარ ჯგუფურად მოძალადე და ვიძალადე ჟურნალისტებზე. ისინი ითხოვენ, რომ მე დამაკაონ. ახლა აგიხსნით, რა, როგორ რანაირად არის. ქალაქ ქუთაისიდან იმიტომ ჩამოვედით, რომ მანამდე ვიყავით ბორჯომში [გაფიცვაზე], იმ პირამოკერილ ბიჭებთან [შუქრუთელების პროტესტი], ჩვენ ვიყავით ყველასთან, სადაც დავინახავთ არასამართალს. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ამ "ელგებედე" წარმომადგენლებმა ჩვენი ეროვნული დროშის ფონზე და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსო საქციელები, ჩვენს სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ ამ ყველაფერს დაარქვეს სახელი, რომ 5 ივლისს რუსთაველზე გამოვიდოდნენ, სადაც ჩვენი გმირები დაიხოცნენ და დაარქვეს სახელი "ღირსების მარში". ეს იყო ჩვენი გამოწვევა, ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. ამ საქციელით დავრწმუნდი, რომ მათ სურდათ ჩვენ გვეძალადა მათზე. მე ჩამოვედი თბილისში 12 დღით ადრე, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები და ისინი გამოსულიყვნენ აზრის თავისუფლების მქონე ადამიანები. ამ ყველაფრის შემდეგ მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მერამდენედ გესმით ჩემზე, რომ მე ვარ მოძალადე. მათ დაგვაბრალეს, რომ გართულება გვაქვს ფერად ტანსაცმელზე, გრძელ თმებზე. ხუთ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, არასდროს მქონია პრობლემა მათ გამოვლინებაზე... ესენი არიან ფერადი დროშების მიღმა გარყვნილი ხალხი, ვისაც აქვს ფული. ჩვენ ვართ პატიოსანი, მშრომელი ადამიანები", - თქვა დავით კუტალაძემ სასამართლო სხდომაზე. ასევე ნახეთ პროკურორი 5 ივლისის ძალადობაზე: გამოძიება მუშაობს ორგანიზატორის დადგენის მიმართულებით პროკურორი არ გამორიცხავს, რომ კუტალაძეს ბრალი დაუმძიმდეს და ძალადობის სხვა ეპიზოდებში ან ძალადობის ორგანიზებაშიც იქნეს ბრალდებული. დავით კუტალაძე სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი აქტიური წევრია, მას ფეისბუკის პირად გვერდზე ძალადობის მოწოდების შემცველი არაერთი ვიდეომიმართვა და მოწოდება უდევს - იყენებს სიძულვილის ენას, აკეთებს ჰომოფობიურ, ანტისადასავლურ და ანტილიბერალურ განცხადებებს. დავით კუტალაძე "რიონის ხეობის მცველების" მოძრაობის გულშემატკივარიცაა. ცხოვრობს ქუთაისში და აქვს საშუალო განათლება. დავით კუტალაძე ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. ლექსო ლაშქარავას "ს...
წყარო

Nuki

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 2 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 8 დღის წინ

Salita

თბილისი
  • 10 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 2 დღის წინ

Salome surati hemi

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anita

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 14 თვის წინ

Knutiko

რუსთავი
  • 2 დღის წინ

Sema

თბილისი
  • 12 საათის წინ

Mersi

თბილისი
  • 18 დღის წინ