კახა კალაძე: ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ტელევიზიებიც ძალადობენ ფსიქოლოგიურად

თბილისის მერი კახა კალაძე მედიას აიმედებს, რომ 5-6 ივლისს თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო ყველა მონაწილე კანონის წინაშე პასუხს აგებს. მან თანაგუნდელების მსგავსად, 5 ივნისს პოლიციის სიმწირე დაძაბულობის კერებში და მათი არაეფექტიანი მუშაობა სიძულვილის ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე ახსნა იმით, რომ სამართალდამცველებს რამდენიმე ადგილას უწევდათ ერთდროულად მუშაობა. „კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან. ეს არ ვარგა, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო. რაც შეეხება დამნაშავეებს, აუცილებლად ყველას მოეთხოვება პასუხი კანონის წინაშე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ 5 ადამიანი უსწორდება ერთ ადამიანს, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული. ეს არ იყო ერთ კონკრეტულ ადგილზე შეკრება. სამწუხაროდ, ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის და დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა კალაძემ. ქალაქის მერის მიერ დასახელებული დაკავებული პირების რაოდენობა არასწორია, 100-მდე პირი დააკავეს 6 ივლისს მშვიდობიანი აქციის კონტრაქციაზე, რომელსაც ასევე ძალადობრივი ჯგუფები მართავდნენ, თუმცა მათი უმეტესობა მალევე ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 5 ივლისს 55 ადამიანს, მათ შორის 53 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. "თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 21 პირს წარედგინა. ქალაქის მერმა თქმა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივ მოწოდებებზე საპატრიარქომაც უნდა გააკეთოს განცხადება. „ალბათ, ამაზე საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები და თუნდაც განცხადებები. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალში“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს, როგორც კალაძე ამბობს, მიმდინარე გამოძიებას სრულად ენდობა. „გამოძიებას ვენდობი. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გაკეთებული. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. გუშინ იყო შუალედური დასკვნა“, ...
წყარო

Natasa

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Tikoo

თბილისი
  • 10 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 7 საათის წინ

Irina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Lizi da nini

ბათუმი
  • 19 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 1 დღის წინ

Olichka

თბილისი
  • 8 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 23 წუთის წინ

Qeti

თბილისი
  • 5 თვის წინ