თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები

თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები, – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმავახტანგ მეგრელიშვილმა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივაზე დასმულ კითხვას. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მიაღწიოს და აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური პროცესიის ნაწილია. „როგორც იქნა 7-თვიანი კრიზისი დავასრულეთ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართვით მოხდა. ამოცანა იყო, შემდგომ არჩევნებამდე მივსულიყავით ისე, რომ იგივე კითხვები და ეჭვები არ გვქონოდა, რაც 2020 წლის არჩევნების მიმართ გვქონდა და მომდევნო არჩევნებს არსებული პარლამენტისთვის ან ნდობა მიეცა, ხოლო თუ ლეგიტიმაციას არ მოგვცემდა, 2022 წლისათვის ახალი არჩევნები დანიშნულიყო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რაც ახლა ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჩვენ რომ ვიყოთ არა 50 დეპუტატი, არამედ უმრავლესობა, ეს მთავრობაც არ იქნებოდა, რაც ახლა არის. რა გამოდის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პრეფერენციები უნდა შეცვალონ?! უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება?! თუ ამ კითხვაზე ჩემი კოლეგები მიპასუხებენ, პასუხი მეცოდინება. მანამდე არ მესმის, რა შინაარსი შეიძლება ჰქონდეს მსგავსს კამპანიას, თუ არა ის, რომ არ გაგაჩნია იდეა, რაზე შეიძლება მოაწყო წინასაარჩევნო კამპანია, გარდა ჩხუბისა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა. მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი 5 ივლისის მოვლენაა და რისი გაკეთებაც ოპოზიციას რეალურად შეუძლია, სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნაა....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • VIP

Tako

თბილისი
  • 6 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mari transi

ქუთაისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

გორი
  • 14 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nati

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 7 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 2 დღის წინ

M i a k o

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Tamta

თბილისი
  • 1 საათის წინ