სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცესში 25 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. რეგიონის აცრის კაბინეტებში ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება ("სინოფარმი", "სინოვაკი" და "ასტრაზენეკა"). მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ცნობილი ქორეოგრაფი, ანსამბლ ,,ჩელას" სამხატვრო ხელმძღვანელი, თამაზ მოსია. შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი ლაშა შეროზია და თეატრის ხელმძღვანელი ზურაბ ეგუტია. მასობრივი იმუნიზაციის ფარგლებში იგეგმება ენგურის ხიდზე გადმომსვლელებისთვის ქალაქი ცენტრალურ ნაწილში აცრის კაბინეტის გახსნა. "ლაივპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში სახლემწუფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა, რომ ვინაიდან დევნილები სარგებლობენ ძირითადად ცენტრალურ ნაწილში მდებარე სავაჭრო ობიექტებით და ბაზრით, სწორედ ამავე ცენტრალურ ნაწილში გაიხსნება მათთვის იმუნიზაციის კაბინეტი. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 472 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 175 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 438 მოქალაქე. რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის ვაქცინირებულია 12 438 მოქალაქე....
წყარო
  • VIP

Knutiko

რუსთავი
  • 3 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 16 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 14 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Ekako transi

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Lizi varketili

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 5 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 7 დღის წინ

Miranda

თბილისი
  • 1 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 12 საათის წინ