4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს

„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ. მათი მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა. ამ დროისათვის მაყურებელს ტელეეკრანებზე სწორედ 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალისა და ამ მოთხოვნების ნახვა შეუძლია. ტელეკომოპანიების ეთერები გუშინ, 13 ივლისს 15 საათზე ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს რეგიონული ტელევიზიებმაც. ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებული - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების მიერ თბილისის სხვადასხვა ნაწილში განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მედიამენეჯერების ორგანიზებით მედიის სოლიდარობის აქციები დედაქალაქში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 11 ივლისიდან იმართება. აქციების მთავარი მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა და მოძალადეების დასჯა. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 საათის წინ

Keke

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 11 დღის წინ
  • VIP

Mopereba

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lora

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Batumi transi

ბათუმი
  • 8 დღის წინ

Irina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 10 წუთის წინ