ევროპარლამენტარები ინტერესდებიან, როგორ პასუხობს საქართველო 5 ივლისს მომხდარ ძალადობას

ევროპარლამენტის ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრმა 28 პარლამენტარმა წერილი გაუგზავნა ჟოზეპ ბორელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში; წერილში საუბარია საქართველოში 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებსა და "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილ და ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო გაუქმებულ "ღირსების მარშზე". წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვა წინა წლებშიც გამოწვევას წარმოადგენდა და იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ძალადობის შემთხვევები, საჭიროა სახელმწიფომ უზრუნვეყოს მათი ეფექტურად დაცვა. три ევროპარლამენტარების ინტერჯგუფს აინტერესებს პასუხი შემდეგ კითხვებზე: ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებების დიალოგი შედგა 6 ივლისს. რა ქმედებების განხორციელებას აპირებს სახელმწიფო იმისათვის, რომ დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და როგორ ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს; რა ზომებს მიმართავს ევროკავშირის მისია საქართველოში იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულება, გამოიძიოს მომხდარი, გამოავლინოს მოძალადეები, დასაჯოს ისინი და დაუწესოს შესაბამისი სანქციებ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარი ძალადობა აღარ განმეორდეს; ევროპარლამენტის ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა 28 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართეს წერილით, რომელშიც ვახტანგ გომელაურს "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ამავე წერილში უარყოფითად იყო შეფასებული მმართველი პარტიის წევრების პრაიდის საწინააღმდეგო განცხადებები. "მას შემდეგ საქართველომ საქართველომ გაიღო ძალისხმევა პოლიციის ოფიცრების დატრენინგებაში სიძულვილის დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ, რამაც პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირებულობის, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება გამოიწვია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტრენინგები გამოიღებს შედეგს და მოხდება მომავალი სიამაყის ღონისძიებების სათანადო მხარდაჭერა" - წერდნენ თბილისი პრაიდის წინ ევროპარლამენტარები ვახტანგ გომელაურს. 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრო მწვავე კრიტიკის საგანი გახდა დაძაბულობის კერებში პოლიციელთა სიმწირისა და სამართალდამცველების არაეფექტური მუშაობისთვის; პოლიციამ ვერ დაიცვა მედია და მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმისაგან. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, ამ დღეს პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 95% მარშის ჩატარების წინააღმდეგია ყველა უნდა დაემორჩილოს ასევე ნახეთ გომელაური 5 ივლის...
წყარო
  • NEW

Natasha

ქუთაისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Tata

თბილისი
  • 2 საათის წინ

Dadusha

ბათუმი
  • 3 საათის წინ

ლიკა

თბილისი
  • 13 დღის წინ

Nuki

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Domina

თბილისი
  • 15 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Salita

თბილისი
  • 9 საათის წინ

ნუკი7

თბილისი
  • 5 დღის წინ

Megi

თბილისი
  • 8 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 11 საათის წინ

ნიცა ნიცა

თბილისი
  • 6 საათის წინ