ირაკლი ღარიბაშვილი: გახელაძე თავისუფალია!

"ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!" - ასე ეხმაურება ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის შეწყალების ფაქტს. გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, დღეს შეიწყალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა. ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია. ასევე ნახეთ ზაზა გახელაძე ცხინვალის საპატიმროს ტოვებს 11 ივლისს 1 წელი გახდა, რაც ზაზა გახელაძე დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა. "მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა. მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო", - ეწერა წერლში. გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ...
წყარო

Luba

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • VIP

Vip gogo

თბილისი
  • 5 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 17 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 12 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 14 დღის წინ

Alev

ბათუმი
  • 24 დღის წინ