ჩინეთი და პაკისტანი ვერ თანხმდებიან ავტობუსის სისხლიანი აფეთქების მიზეზზე

პეკინის განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ავტობუსის "ბომბით" აფეთქების შედეგად დაღუპულ 12 პირს შორის ცხრა ჩინელი მუშა იყო - თუმცა პაკისტანი აცხადებს, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ავტობუსით გადაადგილდებოდა 40-მდე ჩინელი ინჟინერი, პაკისტანის ჩრდილოეთში, ჩინეთის საზღვართან მდებარე ხიბერ პახტუნხვის მშენებარე ჰიდროელექტროსადგურიდან. დასუს ჰიდროელექტროსადგურს აშენებს ჩინეთი, რომელიც ისლამაბადის უახლოესი რეგიონული მოკავშირეა - მაგრამ პაკისტანში ჩინელი მუშების უსაფრთხოების საკითხი პეკინში შეშფოთებას იწვევს. ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ცხრა ჩინელი მუშა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალების სამი წევრი, რომლებიც ჩინელი ინჟინრების უსაფრთხოებას იცავდნენ. ვრცელდება ცნობები, რომ დაშავდა 28 ადამიანი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "თავზარდაცემულია და გმობს აფეთქებას" და პაკისტანს მოუწოდებს, "მკაცრად დასაჯოს" დამნაშავეები, ხოლო ჩინეთის მოქალაქეები და პროექტები "ძლიერად დაიცვას". პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო წინააღმდეგობაში მოდის ჩინეთის ვერსიასთან და აცხადებს, რომ ავტობუსის ავარია გამოიწვია გაზის გაჟონვით მომხდარმა აფეთქებამ. ...
წყარო

Nia

თბილისი
  • 3 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 3 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 დღის წინ

Mariana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Samira

თბილისი
  • 28 დღის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 20 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 1 საათის წინ

Olichka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 8 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 9 თვის წინ

თათო

თბილისი
  • 20 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ