მინისტრი ტიკარაძე რეგისტრაციაზე ხარვეზების გამო მოქალაქეებს გულწრფელ ბოდიშს უხდის

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის ხარვეზებით მუშაობისა და კორონავირუსის ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესის შეფერხების გამო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის. მან "რუსთავი 2-ის" ეთერში თქვა, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა ვებგვერდი კიბერშეტევის გამო არ არის გათიშული. "მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო... რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა", - აცხადებს მინისტრი. ასევე ნახეთ Pfizer-ით რეგისტრაციის დაწყების დროს booking.moh.gov.ge გაითიშა პირდაპირი ეთერი მან მოქალაქეებისთვის მიმართვისთვის გამოიყენა და თქვა: "მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა". საქართველოში Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს - 14 ივლისს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ვებგვერდზე შესვლას. ...
წყარო

ნენე

თბილისი
  • 20 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 1 დღის წინ

Twix

თბილისი
  • 8 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Valentina

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 13 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 2 საათის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ