რუსეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვის დედა „ქველმოქმედებისათვის“ დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „ქველმოქმედებისათვის“ ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა, აიმანი კადიროვა, საპატიო ნიშნით დააჯილდოვა. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ ინტერნეტპორტალ „სამართლებრივ ინფორმაციაში“ გამოქვეყნებულ ბრძანების ტექსტში, რომლის თანახმად აღნიშნული ჯილდო აიმანი კადიროვას „საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის“ მიენიჭა. აიმანი კადიროვა ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის სახელობის, რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის თავმჯდომარეა. იგი მანამდეც არაერთხელ არის დაჯილოდებული. 2005 წელს აიმანი კადიროვა ჩეჩნეთის „წლის ადამიანად“ აღიარეს. იმავე წელს მას მიანიჭეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის ტიტული. ხოლო 2008 წელს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, აიმანი კადიროვა დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, აიმანი კადიროვას მიერ მართულ ფონდში ფულის გადარიცხვას მსხვილ ჩეჩენ ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და ასევე საბიუჯეტო უწყებების თანამშრომლებს აიძულებენ. 2018 წლის მონაცემებით, ახმად კადიროვის ფონდის ქონება 2 მილიარდ რუბლს შეადგენდა. რამზან კადიროვის დედა აშშ-ის მიერ „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე შემუშავებული სანქციების სიაში იმყოფება. ამ სიას ვაშინგტონი ადამიანის უფლებათა დარღვევაში მხილებული პირების სამართლებრივი დევნისთვის იყენებს. ...
წყარო

Ana

თბილისი
  • 3 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 16 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 7 საათის წინ

ლიკა

თბილისი
  • 15 დღის წინ

Teona

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 14 დღის წინ

Niniko

ბათუმი
  • 18 საათის წინ