ბელარუსში სამართალდამცველები ერთბაშად რამდენიმე უფლებადამცველ ორგანიზაციაში ჩხრეკას ატარებენ

14 ივლისს სამართალდამცველები მასშტაბურ ოპერატიულ-სამძებრო სპეცოპარაციას ატარებენ იმ უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მასობრივი რეპრესიების მიუხედავად ბელარუსში ჯერ კიდევ განაგრძობენ აქტიურ საქმიანობას. მილიციის თანამშრომლები ოთხშაბათ დილიდან უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ იურისტის, ვლაძიმირ ლაბკოვიჩისა და ამავე ორგანიზაციის მთავარი საბჭოს წევრის, ვალენტინ სტეფანოვიჩის სახლებში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ჯერჯერობით კავშირზე არ გამოდის „ვიასნას“ ხელმძღვანელი, ალეს ბელიაცკი. მოგვიანებით უფლებადამცველებმა გაავრცელეს ცნობა „ვიასნას“ გროდნოს წარმომადგენლის, ვიქტორ საზონოვის ჩხრეკის შესახებ ბელარუსის ფინანსური დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ, რომლებმაც საზონოვს კომპიუტერი და ტელეფონი ჩამოართვეს. „ვიასნას“ ცნობითივე, ქალაქ ორშში დაკავებულია უფლებადამცველი ჟურნალისტი იჰარ კაზმერჩაკი. ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოლეჰ გულაკმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, რომ სამართალდამცველები, რომლებმაც ჩხრეკის ჩასატარებლად მათ ორგანიზაციასაც მიაკითხეს, კარების შემტვრევას ლამობენ. გაჩხრიკეს კამპანიის „უფლებადამცველები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელის, ცნობილ უფლებადამცველ, ანდრეი პოლუდის, საცხოვრებელი სახლი და ოფისი. ჩხრეკა პარალელურად ტარდება კიდევ სამი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელთა და რამდენიმე ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. მარტში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამო ჯგუფური საქმიანობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ...
წყარო

მაგდა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lora

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 16 საათის წინ
  • VIP

Nini

თბილისი
  • 13 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 5 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 50 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 13 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 10 თვის წინ