საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა იგეგმება

სააგენტო Reuters-ის ცნობით, საქართველოში ისრაელში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, BriLife-ის დასკვნითი, მესამე ფაზის ცდები ჩატარდება. ცდებს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია NRx Pharmaceuticals ჩაატარებს. "რადიო თავისუფლებას" ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კი გაიხსენა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, "დაახლოებით, ერთი თვის წინ". "იყო ერთი შეხვედრა მხოლოდ მათ წარმომადგენლებთან და ავუხსენით ამ საკითხთან დაკავშირებული რეგულაციები როგორია ქვეყანაში. ეს ეხება [წამლის] რეგულირების სააგენტოს. გადავამისამართეთ. მას შემდეგ ინფორმაცია არ მაქვს და დამატებით ვერაფერს გეტყვით" - მოგვწერა მან. წამლის რეგულირების სააგენტომ ისევ ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართა. "რადიო თავისუფლება" დაუკავშირდა ასევე NRx Pharmaceuticals-საც. ვთხოვეთ, დაეზუსტებინათ, მართლა მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას ქართულ მხარესთან. მათ მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლების "მხარდაჭერა" მიიღეს. "ვაქცინა BriLife-ის ცდები საქართველოს მოუტანს ახალ მეცნიერებს, ინოვაციებს და, ვიმედოვნებთ, რომ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კორონავირუსისგან და მისი ახალი ვარიანტებისგან დაცვას. გვიხარია, რომ ამ ვაქცინის ცდებისთვის გვაქვს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. ველოდებით, როდის შევძლებთ ამ ცდების შედეგების მათთვის გაზიარებას", - ეს NRx-ის დირექტორის, ჯონატან ჯევიტის სიტყვებია, რომელიც ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნეს. NRx Pharmaceuticals-მა საქართველოში კლინიკური კვლევების ჩასატარებლად კომპანია Chromos Pharma დაიქირავა. დაგეგმილი კვლევის შესახებ საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის უფროსს, ცირა ლაბაძეს ვესაუბრეთ. მან განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე ყველა საჭირო საბუთები გროვდება და ჯერ-ჯერობით ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვა არ მიუღიათ, თუმცა "BRILIFE&NRX-ის წარმომადგენლებთან ერთად 2021 წლის მაისში შედგა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან, ამირან გამყრელიძესთან და დადასტურებული იქნა მათი წინასწარი სიტყვიერი მხარდაჭერა აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით". მისი გეგმის თანახმად, ყველა საბუთები სამინისტროს ივლისის ბოლოსთვის გადაეგზავნება, კვლევა კი აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დაიწყოს. ამასთანავე, ცირა ლაბაძემ გვიამბო, რომ BriLife-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა პირველი ორი ფაზის კვლევამ დაადასტურა. “ეს ძალიან მაღალი ხარისხის ვაქცინაა, წარმოებული ისრაელის საუკეთესო ლაბორატორიაში. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არის დადგენი იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც აქამდე იყო შესაძლებელი დადგენა. მეორე ფაზის ...
წყარო

Eka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Salita

თბილისი
  • 10 საათის წინ

Domina

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 14 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 6 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 14 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 12 საათის წინ

Mopereba

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ele

თბილისი
  • 10 დღის წინ

Maiko

ბათუმი
  • 15 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 16 საათის წინ