ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან იმ უმრავლესობის, რომელიც დღეს ცესკო-შია – პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან იმ უმრავლესობის, რომელიც დღეს ცესკო-შია – პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენის პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს. „ქართული ოცნება” აგრძელებს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას და ნაცვლად იმისა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარედ ვიხილავდეთ ისეთ კანდიდატურას, რომელიც იქნებოდა მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენ კვლავ წარმოგვიდგინეს ორი კანდიდატი, რომელიც არის ცესკო- დან წარმოდგენილი, უსიტყვო შემსრულებელი იქნება იმ უმრავლესობის, რომელიც დღეს ცესკო-შია. ამიტომ, იმ პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ და განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა....
წყარო

Lile

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ancho

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nea

თბილისი
  • 5 საათის წინ

Matilda

თბილისი
  • 5 საათის წინ

ნუკი7

თბილისი
  • 7 დღის წინ

Anano

ბათუმი
  • 18 საათის წინ

Elene

ბათუმი
  • 2 საათის წინ

ნენე

თბილისი
  • 18 დღის წინ