არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს „შავი სიები“ აქვს და კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერს“, გუშინ, როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო

მთავრობამ კომპანია „მოდერნასთან” ვაქცინის წინასწარი შეკვეთა ჩაშალა, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა, ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას. კანდელაკის თქმით, საქართველოს ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა კომპანია „მოდერნასთან“, რითაც ხელისუფლებამ არ ისარგებლა და დაკარგა შესაძლებლობა გადაერჩინა ასეულობით სიცოცხლე. კანდელაკი პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს აკისრებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ითხოვს. კანდელაკი ასევე შეეხო ვაქცინაციის საიტის გაუმართაობის საკითხს და აღნიშნა, რომ სისტემას აქვს მრავალი ხარვეზი, რაც აჩენს „კორუფციული სქემების ნიშნებს“. „გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ სახეზე გვაქვს ვაქცინაციის პროცესის სრული კრახი, რომ გვაქვს მაღალი სიკვდილიანობა ქვეყანაში და საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ვაქცინაციის სტატისტიკით. მხოლოდ ეს კრახი იქნებოდა საკმარისი, სხვა ყველა საკითხს რომ თავი დავანებოთ, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად. დღეს მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომპანია „მოდერნასთან“, ჯერ კიდევ ვაქცინების გამოშვებამდე წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც მთავრობამ არ ისარგებლა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაშიც საქართველო იქნებოდა დღეს ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე ვაქცინაციის თვალსაზრისით მსოფლიოში და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, იქნებოდა ცოცხალი. ეს თავადვე დაადასტურა თამარ გაბუნიამ გასულ კვირას, როცა მან თქვა, რომ კომპანია „მოდერნას“ და „ჯონსონ&ჯონსონის“ მიერ შემოთავაზებული პირობები ჩვენთვის ხელსაყრელი არ იყოო. მაინტერესებს, განა რა პირობები იყო ისეთი, რომელთაც მათ შეგნებულად არჩიეს დღეში 20-30 ადამიანამდე სიკვდილი. დღეში საქართველოში იღუპება 20-დან 30 ადამიანამდე, თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვირუსთან ვითომ ქუჩების „შამპუნის“ მორეცხვისთვის ასეულ ათასობით ლარი, თუკი მთავრობას ჰქონდა კორუმპირებულ და სულელურ ე.წ. სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გადაყრის, გაფლანგვის ფული, რა იყო ამისთანა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ წინასწარი შეკვეთა განეთავსებინათ კომპანიებთან „მოდერნა“ და „ჯონსონ&ჯონსონი“. მოვუწოდებ ტიკარაძეს, გაასაჯარავოს დოკუმენტები ამ ორ კომპანიასთან, მიმოწერის დოკუმენტები და თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც საქართველოს მთავრობამ არ ი...
წყარო

Anna

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • VIP

Tako

თბილისი
  • 7 საათის წინ

თათო

თბილისი
  • 20 დღის წინ

Irina

თბილისი
  • 5 საათის წინ

Teona

ქუთაისი
  • 15 წუთის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anukaa

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Dadusha

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 7 დღის წინ

Ele

თბილისი
  • 3 დღის წინ