გაბუნია აცრის ცნობის QR კოდის შესახებ: ერთი შემთხვევის გარდა, არავის უთქვამს რომ იგი უცხოეთში არ მუშაობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული აცრის შესახებ გაცემული ცნობის QR კოდის საზღვარგარეთ წაკითხვის პრობლემა არ არსებობს. „ერთადერთი შემთხვევა გახდა ჩვენთვის ცნობილი ამაზე სოციალური ქსელით. სხვა დანარჩენი მოქალაქეები არავინ დაგვბრუნებია და არ უთქვამს, რომ რანაირი ცნობა მოგვეცით, ვერავინ ეს ვერ წაიკითხაო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში. ერთადერთი შემთხვევა კი, რომელზეც იგი საუბრობდა, სავარაუდოდ შეეხება რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გოგი გვახარიას. კინოკრიტიკოსმა 13 ივლისს რადიო თავისუფლებაში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იგი წერს, რომ კანის ფესტივალის სასახლის შესასვლელთან კონტროლის დროს მისი აცრის ცნობაზე დატანილი QR კოდი აპარატურამ ვერ წაიკითხა. ასევე ნახეთ “პარდონ, მაგრამ “ქართულ ასტრაზენეკას” ჩვენი სისტემა არ კითხულობს” „არ ვიცი რაში იყო საქმე, ტექნიკური ხარვეზით თუ ისევ სხვა რაღაც საინფორმაციო ტექნოლოგიების გაუმართაობა, ჩვენი მხრიდან ან მათი მხრიდან. ყოველ შემთხვევაში მასიური ხასიათი ამას არ ჰქონია. ჩვენ ისევ გავცემთ QR კოდიან ცნობას მოგზაურებისთვის, სადაც არის ორენოვანი ტექსტიც მითითებული და ეს ტექსტი იმიტომაა მითითებული, რომ როცა QR რაღაცა მიზეზის გამო ვერ ამოიცნობა, ამ შემთხვევაში წაიკითხავენ ტექსტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 14 ივლისის მონაცემებით, 324 802 პირია აცრილი. აქედან სრულად აცრილია 123 848 ადამიანი. ამცრელ კაბინეტებში მოქალაქეებს ეძლევათ აცრების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც მოგზაურობის მიზნებისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ. ასევე ნახეთ პაატა იმნაძე: მგზავრობის მიზნებისთვის ამცრელ დაწესებულებებს შეუძლიათ გასცენ სპეციალური ცნობა ასევე ნახეთ საქართველო კოვიდპასპორტს ქმნის - რა ვიცით, რა არა ...
წყარო

Lusi

თბილისი
  • 10 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 12 საათის წინ
  • NEW

Natasha

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 13 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 25 წუთის წინ

Babi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 4 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • VIP

ნატალი

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sofiya

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP
  • 100%

Natali

თბილისი
  • 2 დღის წინ