"TV პირველის" ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს TV პირველის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება მას თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ოპერატორისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 6 წლამდე პატიმრობა გათვალისწინებული. შსს კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კიდევ ერთ პირს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი. მათგან: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 19 პირი; "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი; 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. ...
წყარო

Anuki

თბილისი
  • 4 საათის წინ

Полина

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Teo teo

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 1 დღის წინ

Miranda

თბილისი
  • 50 წუთის წინ

Mari

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 8 საათის წინ