აქტივისტები კუბაში ათასობით დაკავებულის შესახებ იტყობინებიან

კუბაში გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებები. საერთო ჯამში, 5000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაკავებულია, იტყობინება ადგილობრივი ინტერნეტპორტალი 14ymedio.com. ეს მონაცემები, DW-ს თანახმად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობითაა შეგროვებული. დაკავებულთა შორისაა 120-ზე მეტი აქტივისტი და ჟურნალისტი. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს პოლიციის შეჭრა სახლებში და ძალადობრივი დაკავებები იარაღის გამოყენებით. კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა ერთი მომიტინგის გარდაცვალება. ოფიციალური ინფორმაციით, მან პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადა. DW-ს ცნობით, სოციალურ ქსელებში ჟურნალისტები და რიგითი ადამიანები წერენ, რომ სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. 14 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა კუბის ხელისუფლებას მოუწოდა გაათავისუფლოს მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა მოქალაქე. ”ჩვენ კუბის მთავრობას მოვუწოდებთ უარი თქვან ძალადობაზე და ეძებონ დიალოგის გზები”, - დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter- ზე. იმავე დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ასევე აკვირდება კუბაში განვითარებულ მოვლენებს. "ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას, რის შემდეგაც მოვამზადებთ შესაბამის რეაგირებას", - თქვა მან ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე. ამავე დროს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა გააკრიტიკა კუბის ქალაქებში მობილური ინტერნეტის შეზღუდვის ფაქტი და ხელისუფლებას ხალხის პატივისცემისა და დაკავებულთა გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. კუბის ქუჩებში დემონსტრანტები 11 ივლისს გავიდნენ, ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დამდგარი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის, კორონავირუსის ინფექციის სარეკორდო გავრცელების და არასაკმარისი საკვებისა და მედიკამენტების პრობლემების ფონზე. ეს წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყანაში, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლებს თითქმის არ ითმენენ. კუბის მთავრობა აცხადებს, რომ დემონსტრაციების უკან დგანან კუბელი ამერიკელები, რომლებიც საამისოდ სოციალურ მედიას იყენებენ. ჰავანის ქუჩებში ბევრი პოლიციელია, ინტერნეტი და სატელეფონო ქსელები შეფერხებით მუშაობს. ასევე ნახეთ კუბა ადასტურებს ერთი ადამიანის დაღუპვას პოლიციასთან შეტაკებებში ...
წყარო

Mariana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 29 დღის წინ

ნუკი7

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nati

თბილისი
  • 1 დღის წინ

S a l i

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 საათის წინ

Samantha

თბილისი
  • 8 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 16 წუთის წინ

ნინი

თბილისი
  • 9 თვის წინ

Emma

თბილისი
  • 10 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 6 დღის წინ