მიტროპოლიტი თეოდორე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მედიასაც აკისრებს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე, აცხადებს, რომ 5 ივლისს სასულიერო პირები ცდილობდნენ ჟურნალისტების დაცვას და რამდენიმე გადაეფარა კიდეც, თუმცა მედია ამ აქციას ცალმხრივად აშუქებს. მანვე აღნიშნა, რომ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არის საზოგადოების პასუხისმგებლობა, მათ შორის მედიისაც. ეს განცხადება მან ზუგდიდში გააკეთა სადაც ვლაქერნობის დღესასწაულის გამო სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიიდან შეიკრიბნენ: “ლექსოზე პასუხი უნდა აგოს მთელმა საზოგადოებამ, თქვენ გგონიათ თქვენ თავისუფალი ხართ? - არ ხართ თქვენ თავისუფალი, არც ჩვენ ვართ თავისუფალი და პირველ რიგში დამნაშავეა “პრაიდის” ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები”, - განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი სიტყვებით, 5 ივლისს ძალადობაზე სასულიერო პირებისგან მოწოდება არ ყოფილა. “იყო ერთეული, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასწორად თქვა უბრალოდ და შემდეგ შეასწორა და ბოდიში მოიხადა ამ ყველაფრისთვის საჯაროდ. მამაოები იქ ყველანაირად ასრულებდნენ იმის მოვალეობას, რომ არ მომხდარიყო ძალადობა და ეფარებოდნენ. სამწუხაროდ, ცუდად აშუქებთ თქვენ, მამები ამას არ აკეთებდნენ. ჩვენ ვიყავით მშვიდობიან პარაკლისზე, მშვიდობიანი პროტესტით. მამაო გადაეფარა უბრალოდ თქვენ ვერ ნახეთ ეტყობა კადრები კარგად. თუ კარგად ნახავთ ეფარებიან და მამებსაც ხვდებათ. პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ პასუხისმგებლობა თუ კი ვინმემ უნდა აიღოს ეს არის პრაიდის ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა. რადგან მათ არ შეცვალეს თავისი განცხადება, თავისი გამოსვლა მიუხედავად მრავალი მოწოდების. მათ შეცვალას უკვე ბოლოს, როდესაც ხალხი გადარეული იყო. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას”, - განაცხადა მიტროპოლიტმა. დღეს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება, ღვთისმშობლის კვართი მსვლელობით დადიანების ისტორიული მუზეუმიდან საზეიმო ლიტურგიითა და გალობით გადაიტანეს ივერიის საკათედრო ტაძარში. მსვლელობაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, რომელთაც ჟურნალისტები 5 ივლისის ძალადობის და „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო პროტესტით დახვდნენ. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს ნაცემი ოპერატორის გამოსახულებით შავი ფერის მაისურები ეცვათ წარწერით #ლექSOSთვის. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო, მედიის ამ შეკითხვას არ უპასუხა სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, გარდაცვილი იპოვეს ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესახებ, გამოძიება საუბრობს ნარკოტიკებით ზედოზირებაზე. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის წესრიგში დადგა მთავრობის გადადგ...
წყარო

Eka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mari transi

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Nuki

თბილისი
  • 7 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 27 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 11 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 31 წუთის წინ

Lena

ბათუმი
  • 1 საათის წინ