გახელაძეში გაცვლილ გობოზოვს დე ფაქტო პრეზიდენტმა უმასპინძლა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტელეკომპანია „ირ“-მა სდე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისა და საქართველოს ციხიდან გათავისუფლებულ ვადიმ გობოზოვის შეხვედრის კადრები გაავრცელა. ზაზა გახელაძის გობოზოვში გაცვლის თაობაზე ინფორმაცია 14 ივლისს ოსურმა მედიამ გაავრცელა. ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ იარსებებს მრავალი ვერსია, რომლის მოსმენაც საჭირო არაა. „ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ მე გთხოვთ ყველას, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ და რომ ვერსიებს არ უნდა დავუჯეროთ და ჩვენ შევხედოთ შედეგს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ანატოლი ბიბილოვმა ვადიმ გობოზოვთან შეხვედრისას აღნიშნა: „მე მადლობელი ვარ სრულიად რუსეთის პატრიარქის და ყველასი ვინც მონაწილეობდა მოლაპარაკების ამ პროცესში. საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირები არ გვაქვს, მოგვიწია შუამავლების მეშვეობით ურთიერთობა და მივიღეთ ეს შედეგი.“ ასევე ნახეთ ქართულმა მხარემ გახელაძე გობოზოვში გაცვალა - "რეს"-ი ვადიმ გობოზოვი ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებია, ის სოფელ ელხოტოვოს მკვიდრია. ბიბილოვთან შეხვედრისას მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ნათესავებს, რუსეთის პატრიარქს კირილს და ანატოლი ბიბილოვს. ოსური მედიის ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს მოქალაქე, უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძე გაათავისუფლა. მანამდე, რუსეთის პატრიარქს, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით, საქართველოს პატრიარქმა მიმართა. თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციამ გახელაძის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქის გობოზოვის გადაცემა მოითხოვა. ასევე ნახეთ ღარიბაშვილი გახელაძის გათავისუფლებაზე: ბევრ ვერსიას მოისმენთ, ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, შევხედოთ შედეგს გობოზოვის სისხლის სამართლის საქმე. 1981 წელს დაბადებული ვადიმ გობოზოვი 2020 წლის 15 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. მას ალან მუზაშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა. გობოზოვს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას 2021 წლის ივნისში, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა მიეღოთ. ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში, დაპირისპირება მოხდა ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის. 39-წლის ალან მუზაშვილმა ქვის ჩარტყმით მოკლა 64-წლის ალიკ გობოზოვი. ამის შემდეგ, ალიკ გობოზოვის შვილმა, 40-წლის ვადიმ გობოზოვმა შური იძია და მოკლა მამის მკვლელი, ალან მუზაშვილი. ოსური მედიის ცნობით, ვადიმ გობოზოვი ცხინვალს 1...
წყარო

Ela

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dea

თბილისი
  • 14 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 9 საათის წინ

Anano

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 8 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 17 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 9 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 15 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 2 დღის წინ

Samira

თბილისი
  • 1 თვის წინ