ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ. ამის შესახებ საუბარია მათ ერთობლივ წერილში, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი. ასევე ნახეთ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი მთავრობას მიმართავს "საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის", - აღნიშნავენ ელჩები. ასევე ნახეთ "ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით" - გზა რუსული ორბიტისკენ? საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა სიძულვილის ჯგუფებმა რამდენჯერმე შებღალეს. მათ შორის, ბოლოს 6 ივლისს. მანამდე ამ ძალადობრივმა ჯგუფმა იძალადა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათი ნაწილი ახლაც აგრძელებს მკურნალობას და დაზიანებების გამო ვერ მუშაობს. 5 ივლისს დაშავებული "TV პირველი" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯერ ექსპერტიზას არ დაუდგენია გახდა თუ არა რამდენიმე დღის წინ მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მისი გარდაცვალების მიზეზი. ...
წყარო

Domina

თბილისი
  • 11 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 25 წუთის წინ

Keke

თბილისი
  • 5 დღის წინ

Teona

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 11 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 დღის წინ

angelika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatia

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 39 წუთის წინ

Lara

თბილისი
  • 8 დღის წინ