საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს

საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს როგორიც აქვს ნასა-ს ან პენტაგონს – თვითმფრინავი, რომელიც გათვლილია 200 მგზავრზე ერთ დღეს, რომ მოინდომოს მგზავრობა ათასმა ადამიანმა ხომ ვერ შეძლებს?!, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, ვაქცინებზე რეგისტრაციის პორტალზე შეფერხებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მაქსიმალური ზომები იყო მიღებული იმისთვის, რომ ვაქცინაციაზე ყველას თანაბარი წვდომა ჰქონოდა. „რაღაც საზღვრები აქვს მომზადებას. საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს როგორიც აქვს ნასას ან პენტაგონს. საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ გუშინ იყო 500 000 მცდელობა. ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1/5 თუ ერთ დღეს მოინდომებს შეღწევას მონაცემთა ბაზაში, ვერ მოხერხდება ეს. თვითმფრინავით, რომელიც გათვლილია 200 მგზავრზე ერთ დღეს, რომ მოინდომოს მგზავრობა 1000-მა ადამიანმა ხომ ვერ შეძლებს?! რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს ამის პრევენცია და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, ქვეყნის ხელმძღვანელობა და IT სამსახურები, მაგრამ მთლიანად დაზღვეულები ვერ ვიქნებით. ჩამოსული იყო 28 000 დოზა „ფაიზერი“, ანუ 14 000 ადამიანისთვის და სწრაფად დარეგისტრირდა ეს 14 000 და შემდეგ დანარჩენები ვერ შედიოდნენ. ვაქცინაციაზე რეგისტრაციაზე პრიორიტიზების არცერთი შემთხვევა არ ვიცი. ჩემი ახლობლები, ჩემი ოჯახის წევრები ვერ დარეგისტრირდნენ, მე არ შემიმჩნევია მოსახლეობის პრიორიტიზება. რაღაც ერთეული გამონაკლისები შესაძლოა არის და ეს ალბათ, იქნება მთელ მსოფლიოში ყველგან, მაგრამ მასობრივად, მაქსიმალურად იყო დამცავი ზომები მიღებული, რომ თანაბარი წვდომა ჰქონოდა ყველას“, – განაცხადა ცერცვაძემ....
წყარო

Tata

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 19 დღის წინ

M i a k o

თბილისი
  • 16 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 16 საათის წინ

Oksana

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 20 დღის წინ