მიშელის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ მას გადაუვლით, მძიმე დღე დაგიდგებათ

მიშელის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, მძიმე დღე დაგიდგებათ თქვენს პარტიასთან ერთად – ახლა დაბრძანდით თქვენს მამარჩენალებთან ერთად და მოიფიქრეთ, როგორ აიცილებთ პერსონალურ სანქციებს და როგორ ააცილებთ სანქციებს სახელმწიფოს,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმების მესამე ნაწილი სწორედ მართლმსაჯულებას ეხება, რომლის დარღვევის გამო “ქართული ოცნება” სიურპრიზად სანქციებს მიიღებს. “მივმართავ ირაკლი კობახიძეს, ხელში მიჭირავს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლის მესამე ნაწილი მართლმსაჯულებას ეხება. თქვენ გინდათ, რომ ეს როგორც ყოველთვის, უკუღმართად წაიკითხოთ და ისე განმარტოთ, როგორც გჩვევიათ. დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიგითითათ. პირდაპირ გეუბნებით, თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური. დამერწმუნეთ, რომ ამ შეთანხმების მთავარი ღირებულებაა, რომ ჩემი ხელმოწერაც არის, სხვა ოპოზიციური პარტიებისაც და რაც მთავარია, ამაზე ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, თქვენ ძალიან მძიმე დღე დაგიდგებათ თქვენს პარტიასთან ერთად – ახლა დაბრძანდით, თქვენს პოლიტსაბჭოსთან და მამარჩენალებთან ერთად და მოიფიქრეთ, როგორ აიცილებთ პერსონალურ სანქციებს და როგორ ააცილებთ სანქციებს სახელმწიფოს. ამას თუ არ გააკეთებთ, ძალიან მძიმე დღე გელოდებათ ამ ისტორიული დოკუმენტის დარღვევისთვის. სწორედ ამაშია შარლ მიშელის შეთანხმების ფასი. თუ შეთანხმების ინტერპრეტირებას დაიწყებთ, ძალიან ცუდი დღე დაგიდგებათ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე იქნება წინაპირობები – 75 მილიონი ევროს მიღებაზეა საუბარი. სენატის რეზოლუციაში არის მითითებული, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, მაშინ ამერიკიდან ფინანსურ დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს. ოპოზიციიდან ვიღაცები რომ გვიმტკიცებენ, დოკუმენტს ხელი რატომ მოაწერეთო, იცით, რატომ მოვაწერეთ ხელი? – ბლინკენს ეს განცხადება რომ გაეკეთებინა და ევროკავშირს ეთქვა, მაკროფინანსურ დახმარებაზე სანქციებს დავაწესებთო”, – განაცხადა ვაშაძემ. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს. „ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის,“ – აცხადებს ბლინკენი....
წყარო
  • VIP

Lizi varketili

თბილისი
  • 19 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marishka

თბილისი
  • 26 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • VIP

ნია

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofiya

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 13 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 13 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 17 საათის წინ

Vasilisa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nuki

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 17 საათის წინ