კორონავირუსით ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 1 თვემდე ბავშვი გარდაიცვალა. ის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ორ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა. გარდაცვლილ ახალშობილზე მედიასთან "ევექსის კლინიკების" წარმომადგენელმა ისაუბრა. "პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა ორ კვირაზე მეტი პერიოდი. ის იყო თვემდე ასაკის, ინფიცირებული იყო ალფა, ბრიტანული შტამით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა იმის მიუხედავად, რომ ჩართული იყო მთელი სამედიცინო საზოგადოება... კლინიკაში შემოვიდა 5 დღის ასაკში, მალევე შეექმნა სუნთქვის უკმარისობა, გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, ძნელად ექვემდებარებოდა მკურნალობას", - აცხადებენ კლინიკაში. მათივე ინფორმაციით, მათთან მყოფი ორი ჩვილი ბავშვის მდგომარეობაც მძიმეა: "დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ვცდილობთ, რომ დავდოთ დადებითი შედეგი, თუმცა აქაც მძიმე მდგომარეობაა, და კონკრეტული პროგნოზი შეუძლებელია". საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები. გასული თვეებისგან განსხვავებით, ახლა უფრო მეტი ბავშვი ინფიცირდება. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1600-ზე მეტ პირს დაუდასტურდა, მათ შორის რამდენია ბავშვი, უცნობია. ...
წყარო
  • VIP

ნია

თბილისი
  • 22 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 6 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Sally

თბილისი
  • 21 დღის წინ

Alina

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 17 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 13 დღის წინ

Anna

თბილისი
  • საიტზეა

Lizuka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 13 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 13 დღის წინ