პროკურატურამ ბრალი წარუდგინა "ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირს

საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდება წარედგინა ასევე პირს, რომელიც მოქალაქის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვისაა დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვ.ბ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. ასევე, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.ქ. სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ.-ს, რომელიც „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა. დ.ქ. და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ.-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ძალადობაში ბრალდებული პირები 14 და 15 ივლისს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 6 წლამდე პატიმრობა გათვალისწინებული. პროკურატურის თანახმად, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი. ...
წყარო

Lilu

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • VIP

Ekako transi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 13 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 13 დღის წინ

Natasa

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Anka

ბათუმი
  • 13 დღის წინ

Anano

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 5 საათის წინ

Mariana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ