კელი დეგნანი: აშშ-ის გზავნილი ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნას შეეხება, არის სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი გზავნილი. მისი თქმით, აღნიშნული გზავნილი აშშ-ის შეშფოთებას გამოხატავს და იგი ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. სანქციები არის მრავალ შესაძლო ინსტრუმენტთაგან ერთ-ერთი, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნისა და მასზე აშშ-ის გამოხმაურებების საკითხის კომენტირებისას. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში ნახეთ, რომ ჩვენ ვართ ღრმად იმედგაცრუებულები იმით, რომ პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად ჩვენი ბევრი მოწოდებისა, რომ იგი დროებით შეჩერებულიყო. პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ პროცესი უნდა შეჩერებულიყო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე. ეს არ მოხდა. და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები, რომ მოსამართლეები დაინიშნენ. პარლამენტს შეეძლო პროცესის შეჩერება, მაგრამ ეს არ გააკეთა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ნაჩქარევად არ გაკეთებულა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 15 ივლისს გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც ღრმა იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნის ფაქტით და საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. ერთი დღით ადრე, 14 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეწუხებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: აუცილებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება ...
წყარო
  • VIP

Tata

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Катя

თბილისი
  • 13 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

Taso

თბილისი
  • 4 წუთის წინ

nuro masaji

თბილისი
  • 5 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 18 წუთის წინ
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 14 წუთის წინ

Olichka

თბილისი
  • 5 დღის წინ

მაგდა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 44 წუთის წინ

Dina

თბილისი
  • 14 დღის წინ