როიტერის ფოტორეპორტიორი ავღანეთის არმიისა და თალიბანის ბრძოლების გაშუქების დროს დაიღუპა

პაკისტანის საზღვრთან ავღანეთის არმიისა და თალიბანის ბრძოლების გაშუქების დროს, სააგენტო როიტერსის ფოტორეპორტიორი, დანიშ სიდიყი დაიღუპა. სააგენტოს ცნობით, სიდიყი და ავღანეთის არმიის უფროსი ოფიცერი 16 ივლისს სპინ ბოლდაკის მთავარი ბაზრის არეალზე კონტროლის აღსადგენად მიმდინარე ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპნენ. "ჩვენ რეგიონის ხელისუფლებასთან ერთობლივად ვცდილობთ სასწრაფოდ მოვიპოვოთ უფრო მეტი ინფორმაცია დანიშის შესახებ. ის გამოჩენილი ჟურნალისტი, ერთგული მამა და მეუღლე და ყველასათვის საყვარელი კოლეგა იყო. ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა", - ნათქვამია როიტერის პრეზიდენტის, მაიკლ ფრიდენბერგისა და მთავარი რედაქტორის, სალესანდრა გალონის ერთობლივ განცხადებაში. დანიშ სიდიყი მიმაგრებული იყო ავღანეთის არმიის იმ დანაყოფზე, რომელიც ჩრდილოთ ყანდაარის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციას ატარებს თალიბების წინააღმდეგ. სააგენტო როიტერის ცნობით, სიდიყი 16 ივლისს ხელში დაიჭრა იმ დროს, როდესაც შეტაკებას აშუქებდა. მას მკურნალობის კურსი ჩაუტარეს და გამომჯობინება დაიწყო. როდესაც ექსტრემისტებმა სპინ ბოლდაკიდან უკან დახევა დაიწყეს, სიდიყი ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველს ესაუბრებოდა. მაგრამ თალიბები უკან დაბრუნდნენ და კვლავ დაეხნენ თავს მთავარი ბაზრის ტერიტორიას. როგორც ავღანელმა სარდალმა აუწყა როიტერს, ინციდენტის დეტალების დადგენა დამოუკიდებლად ჯერ ვერ მოახერხა. სიდიყმა დევნილი როჰინჯების კრიზისის თაობაზე მომზადებული მაღალმხატვრული ფოტორეპორტაჟისთვის, როიტერსის ფოტოგრაფების ჯგუფთან ერთად 2018 წელს პულიცერის პრემია მიიღო. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 13 დღის წინ
  • 100%

Оксана

თბილისი
  • 5 საათის წინ

S a l i

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 18 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ника

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 13 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 10 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lenka

ბათუმი
  • 3 საათის წინ