„ყველაფერი გამოწვევაა“ - გაეროს ოფიციალური მოწოდებით, ავღანეთს 850 მილიონი დოლარი ესაჭიროება

ავღანეთში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის მოადგილე, ჰუმანიტარული სფეროს კოორდინატორი გამოდის მოწოდებით, რომ ავღანეთისთვის გამოიყოს 850 მილიონი დოლარი, რათა დაეხმარონ ომით განადგურებულ ქვეყანას, დაიძლიოს თალიბების შეტევის შედეგები და სხვა არაერთი გამოწვევა. რამიზ ალაკბაროვმა 15 ივლისს თქვა, რომ დაახლოებით 18 მილიონ ავღანელს ესაჭიროება დახმარება და გაერო გეგმავს, სულ მცირე 15,7 მილიონს გაუწიოს დახმარება. ავღანეთში 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ალაკბაროვის თქმით, ამ ეტაპზე ავღანეთის დაფინანსებისთვის საჭირო თანხის 37 პროცენტი არსებობს, რაც 450 მილიონ დოლარს შეადგენს და რისი უმსხვილესი დონორიც აშშ-ია. მისი თქმით, საჭიროა კიდევ 850 მილიონი დოლარი. ჟურნალისტებთან გამოსვლისას გაეროში, ნიუ-იორკში, ქაბულიდან ვირტუალური ბრიფინგის შემდეგ, ალაკბაროვმა თქვა, რომ თალიბების თავდასხმების შედეგად აღდგენის სამუშაოებისთვის გარდა, ავღანეთს ფინანსები სჭირდება სურსათისთვის, ძლიერი გვალვის შედეგების მოსაგვარებლად და 627 ათასი ავღანელი ლტოლვილის დაბრუნების შემდეგ. ლტოლვილთა უმეტესობა ირანიდან არის დეპორტირებული. ალაკბაროვის თქმით, ახლანდელ ვითარებაში „ყველაფერი გამოწვევაა“ და „კოვიდმა ეს ამოცანა არ გააიოლა“. კოვიდით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 2,5 თვეში გაორმაგდა. ალაკბაროვმა თქვა, რომ მეორე გვალვამ ბოლო სამ წელიწადში და თალიბების იერიშმა გამოიწვია 270 ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილება და ახლა მათ სჭირდებათ საკვები, წყალი, თავშესაფარი და სანიტარული პირობები. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 26 დღის წინ

Ani

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 3 დღის წინ

Linda

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vasilisa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 10 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 9 თვის წინ

Taso

თბილისი
  • 18 დღის წინ