ლუკაშენკას ბრძანებით ბელარუსში მასობრივი არეულობების დროს არმიის გამოყენება ხდება შესაძლებელი

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადება და არმიის გამოყენება დასაშვები ხდება არა მხოლოდ სტიქიური უბედურებების დროს, როგორც აქამდე იყო, არამედ მასობრივი არეულობების შემთხვევაში. ბელარუსის ხელისუფლება მასობრივ არეულობებს „კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის, ხელისუფლების ხელში ჩაგდების და მიტაცების მცდელობებთან“ აიგივებს. კანონის თანახმად, საგანგებო ვითარების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოშვების და გავრცელების შეჩერება, ჟურნალისტების აკრედიტაციების საგანგებო წესის შემოღება და ასევე შეიზღუდება გამოცემების სერვერებსა და ინტერნეტრესურსებზე წვდომა. ცვლილება შევიდა ასევე შეიარაღებული ძალების შესახებ კანონში, რომლის თანახმად მასობრივი არეულობების აღკვეთის მიზნით შეასაძლებელი ხდება არმიის გამოყენება. პარალელურად, ბელარუსის რეჟიმი აძლიერებს ზეწოლას ოპონენტებსა და კრიტიკულ ხმებზე. 14 ივლისს ბელარუსის პოლიციამ რეიდები განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში. ეს ორგანიზაციებია: ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა”, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტი, უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰუმან კონსტანტა, დამოუკიდებელი აკადემიური კვლევითი ცენტრი BEROC, ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია „გენდერული პერსპექტივები”, ბელარუსთა მსოფლიო კავშირი „ბაწკაოშჩინა”, ოპოზიციური პარტია „ბელარუსის სახალხო ფრონტი“, დემოკრატიული მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ და გამომცემლობა „იმენა“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ბელარუსში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ჩხრეკისა და დაპატიმრებების ახალი ტალღა. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 6 საათის წინ

Likuna

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • VIP

Eva

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • VIP

Miranda

თბილისი
  • 10 საათის წინ

Кира

თბილისი
  • 15 დღის წინ

ლიკა

თბილისი
  • 15 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

M i a k o

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 9 საათის წინ