ძლიერი წყალდიდობის შედეგად გერმანიასა და ბელგიაში 117 ადამიანი დაიღუპა, 1300 - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

გერმანიის ტელეკომპანია ARD-ის ცნობით, 16 ივლისის მონაცემებით, ძლიერი წყალდიდობის შედეგად დასავლეთ გერმანიაში დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 103-ს მიაღწია, რაც გერმანიაში ბოლო წლებში სტიქიის ყველაზე უარესი შედეგია. კიოლნის სამხრეთით მდებარე არვაილერის რაიონში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 1300 კაცი. 16 ივლისის დილით, კიოლნის მახლობლად ერფშტადში სახლი ჩამოინგრა იმ დროს, როდესაც მაშველები იმ ადამიანების დახმარებას ცდილობდნენ, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად მაინც დაბრუნდნენ თავიანთ ბინებში. რეგინში ჩადის გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. გერმანიის მეზობელ ბელგიაში, ტელეკომპანია RTBF-ის ცნობით, სტიქიამ სულ მცირე 14 ადამიანი იმსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების შედეგად ამ ქვეყნებში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდნენ. წყალდიდობამ დატბორა სახლები და ავტომაგისტრალები, 15 ივლისის დილიდან აუცილებელი გახდა საფრთხის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია. ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაინენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დახმარებას გაუწევს დაზარალებულებს. ...
წყარო

Sofo

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 11 საათის წინ

Ina

თბილისი
  • 6 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 12 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anano

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 3 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Janna

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

Eva

თბილისი
  • 6 საათის წინ