სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავეს პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართულ აქციაზე

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ადვოკატი გიორგი ონიანი ამბობდა მედიასთან საუბარში, დაკავებულია პარტიის წარმომადგენელი ბესო გაზდელიანი, რადიო თავისუფლება ინფორმაციას ამოწმებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის წინ ასფალტზე საღებავით გადადგომის მოთხოვნით წარწერის გაკეთებას აპირებდნენ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართლადამცველებმა არ მისცეს. გიორგი ონიანის თქმით, აქციის მონაწილეებს სურდათ, დაეწერათ "გადადგეს მკვლელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი", რაც სრულყოფილად ვერ მოასწრეს. ასევე ნახეთ ზედოზირების ვერსია ექსპერტიზის დასკვნის გარეშე და კითხვები, რომელსაც შსს არ პასუხობს  არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირზე ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა. ...
წყარო

Liziko batumi

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Mersi

თბილისი
  • 14 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Tata

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 13 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anano

თბილისი
  • 11 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 7 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 13 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 15 დღის წინ

Samira

თბილისი
  • 1 თვის წინ