მედიის წარმომადგენლებმა შოთაძის სახელზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

რამდენიმე ათეული მედიის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადება შეიტანეს დღეს პროკურატურაში მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე. განცხადებაზე ხელმომწერები, ერთი მხრივ, მოითხოვენ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება „ALT-ინფოს“ წარმომადგენელთა მუქარის შემცველი მოწოდებების გამო, მეორე მხრივ, თუ გამოძიება არ დაწყებულა, ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ საქმის აღძვრას. „გთხოვთ გვაცნობოთ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მედია საშუალების ალტ ინფოს ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე. დადებით შემთხვევაში გთხვოთ შეგვატყობინოთ რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოძიება უკვე დაწყებული ამ ფაქტზე, გთხოვთ უზრუნველყოთ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მედია საშუალება ალტ ინფო ფინანსდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხითაც და არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება და ამ პირებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საქართველოში აწარმოონ ანტიდასავლური პროპაგანდა“, - ნათქვამია მედიის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში. "მთავარი არხის" ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის განცხადებით, სანამ ის ადამიანები, ვინც 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული, ყველა ჟურნალისტს ექმნება საფრთხე და ნებისმიერი მათგანი შესაძლოა აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი, რადგან ისინი მიზანმიმართულად აქეზებენ ადამიანებს ჟურნალისტების წინააღმდეგ. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის ვახო სანაიას განცხადებით, „ჩხრეკა არაფერს ნიშნავს, სანამ არ დააკავებენ ყველას, ვინც ხელმძღვანელობდა ადგილზე დარბევას. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. მას არ ეყოფა მხოლოდ ამ პატარ-პატარა ბარტყების გადმოყრა, საჭიროა მისი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მან. ასევე ნახეთ თაბაგარი: არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა დღეს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული - დაკითხვაზე იმყოფება „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურა მახარაძე, ასევე გურ...
წყარო
  • VIP

Mia

თბილისი
  • 12 საათის წინ
  • 100%

Оксана

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Lizuka

თბილისი
  • 11 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • VIP

Salita gestumrebit

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Tikoo

თბილისი
  • 4 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 16 დღის წინ
  • VIP

ნია

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nata

თბილისი
  • 9 საათის წინ

Sofa

თბილისი
  • 6 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 დღის წინ