თაბაგარი: არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა

"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო მოქმედებებს ეხმაურება, რომლებიც 5 ივნისს ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებს მიემართება და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 ივლისამდეც იყო ინფორმირებული "ალტ-ინფოს" მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ და გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, თუმცა 1 და 5 ივლისს მაინც თავისუფლად მოქმედებდა პრაიდის საწინააღმდეგო აქციებზე. "შსს-ს 5 ივლისამდე ყოველ შეხვედრაზე ვაწვდიდით ინფორმაციას ალტ ინფოს ორგანიზებაზე, პირადადაც ჩავურთე ვიდეო ზურა მახარაძის ძალადობრივ მოწოდებაზე, იმეილებზეც დავუგზავნეთ სქრინები. მაშინ გამოკითხვაზე დაიბარეს თავის მოსაჩვენებლად და შემდეგ შეხვედრაზე თავიც მოიწონეს, აი ხო ვმუშაობთო.. შემდეგ იყო 1 ივლისი და ფილმის ჩვენება, სადაც ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ გავეშებული ტერორისტები, ცდილობდნენ შენობაში შემოჭრას, სწორედ ალტ ინფოს ორგანიზებით. ხილული ძალადობაც არ აღმოჩნდა საკმარისი მათ დასაკავებლად. 5 ივლისამდე თუ ცოტათი საბელზე ჰყავდათ გამობმული, ხუთში საბოლოოდ აუშვეს ველური ცხოველები და პირდაპირ მოგვიქსიეს აქტივისტებს და ჟურნალისტებს. პუბლიკას მომზადებულ ვიდეოში ძალიან კარგად გამოჩნდა თუ როგორ ითანამშრომლა პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან და მათ ლიდერებთან. იმაშიც გამოჩნდა თუ რა ოპერატიულად იღებდნენ ეს ჯგუფები ჩვენი გადაადგილების მარშრუტებს და როგორღაც ყოველ ჯერზე პოლიციაზე ადრე ახერხებდნენ ყველგან მისვლას. ამიტომ არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა! სანამ პოგრომის თანამონაწილე ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას!" - წერს გიორგი თაბაგარი ფეისბუკზე. ზურაბ მახარაძის სახლში ჩხრეკაზე დღეს დილიდან იმყოფებოდნენ პოლიციელები, ამ დროისთვის ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. "5 ივლისს ის კი არ წყდება, 10 ავადმყოფი რუსთაველზე გაივლის თუ არა. 5 ივლისს წყდება, ამ ქვეყანაში ვისი წესები მოქმედებს. მოღალატე პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და რაც მთავარია, მათი უცხოელი პატრონების თუ ჩვენი. ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. მე შემიძლია და ვაპირებს საკუთარი ღირებულებების მათ შორის ძალით დაცვას. თუ ჩემი შვილი ამათი შექმნილი ჯოჯოხეთის პირობებში უნდა გაიზარდოს, მე მზად ვარ, ძალით ვიმოქმედო ამის წინააღმდეგ", - ამ შინაარსის ვიდეომიმართვას ავრცელებდა ის "თბილისი პრაიდის" წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რადიო თავისუფლებამაც ჰკითხა პრაიდის დაწყებამდე, აპირებდნენ თუ არა რეაგირებას ძალადობის პრევენციის მიზნით მახარაძის ძალადობრივ მოწოდებაზე, თუმცა პასუხი უწყებისგან არ მიგვიღია. ასევე ნახეთ კელი დეგნანი: ხელისუფლების მხრიდან...
წყარო

N.a.t.i

თბილისი
  • 3 დღის წინ

Alev

ბათუმი
  • 23 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mersi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Transi renna

თბილისი
  • 18 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 23 საათის წინ

Eko

თბილისი
  • 1 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • VIP

Knutiko

რუსთავი
  • 9 საათის წინ

Рита-Украина

თბილისი
  • 8 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 17 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 7 დღის წინ