ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კორონავირუსს ებრძვის

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის, მდგომარეობა დამძიმდა. აფრიკული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯღალოსნების დამრიგებელი მკურნალობას იოჰანესბურგის კლინიკაში აგრძელებს. თავიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამჟამად კი სტაბილურად მძიმეა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ხალხს მოუწოდა, მაისაშვილის სიცოცხლისთვის ილოცონ. „ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი, უმძიმეს მდგომარეობაშია. დაზიანებული აქვს ფილტვები და სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველას მოვუწოდებ, მისთვის ილოცონ. ამასთან, ყველას მოვუწოდებ ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა ტყემალაძემ „Georgian Times”-თან ინტერვიუში. ლევან მაისაშვილს და საქართველოს სარაგბო ნაკრების რამდენიმე წევრს კორონავირუსი გასულ კვირაში სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდათ. ამის გამო გაუქმდა ქართველებისა და აფრიკელების მეორე ტესტ-მატჩი, რომელიც 9 ივლისს უნდა გამართულიყო. გაუქმდა, ასევე, 17 ივლისისთვის თბილისში დაგეგმილი ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან. ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Sofo

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 24 წუთის წინ

Salo

თბილისი
  • 17 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Miranda

თბილისი
  • 10 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 11 საათის წინ

დეა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 16 საათის წინ

Dadusha

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 14 დღის წინ