ალექსანდრე ფალავანდიშვილი თვლის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "უდანაშაულო ხალხის" დასჯას სთხოვს საქართველოს

"იმედია უკანონოდ, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპატამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს არ დასჯიან. ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნის, თავისი ზნეობის, თავის შვილების დასაცავად მოძალადე ჰომოსექსუალი პედოფილების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, უდანაშაულო ხალხს არ დასჯის ჩვენი მთავრობა იმის გამო, რომ ამას მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტი. მომხდარში დამნაშავეები არიან პრაიდის ხალხი და ვინც წააქეზა ხალხი. როდესაც 50 000 ადამიანთან მიხვალ და შეურაცხყოფას მიაყენებ, დაუძახებ პუტინის კოლაბორაციონისტს, ვიღაც თავს ვერ შეიკავებს და იძალადებს", - თქვა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ. ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მისი გამოკითხვა არ დასრულებულა და გამოძიების დავალებით დატოვა შენობა. три დღეს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული. მოძალადე ჯგუფების საინფორმაციო ინტერნეტპლატფორმა "ალტ-ინფო" ავრცელებს იმ პირთა სიას, რომლების გამოკითხვაც პოლიციის მიერ დღეს მიმდინარეობს: ზურა მახარაძე შოთა მარტინენკო ირაკლი ყიზილაშვილი კონსტანტინე მორგოშია გიორგი ქარდავა თემურ ბოკელაძე რამაზ გაგნიძე ბექა ბერიშვილი ლევან ჩაჩუა გიგა გიმზერიძე ონისე ბრეგვაძე ელგუჯა იაშაღაშვილი გიორგი მახარაშვილი ონისე ბერაძე ბექა ბრეგვაძე ზურა არველაძე ალექსანდრე ფალავანდიშვილი გურამ ფალავანდიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ პირების ვინაობას, ვინც პოლიციას დღეს ჩვენებას აძლევს, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები 10-ზე მეტ პირთან ტარდება და ამ დროისთვის არც ერთი მათგანი ჯერ დაკავებული არ არის. 5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს. ...
წყარო
  • VIP

Ani

თბილისი
  • 4 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 15 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Niako

ქუთაისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nuki

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Ina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofi

ქუთაისი
  • 13 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 16 თვის წინ
  • VIP

Nia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nia

ბათუმი
  • 1 საათის წინ