„ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდა“ - „ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კრიტიკას პასუხობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკას „ქართული ოცნების“ სამი წევრი - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. მათი ერთობლივი განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა. "ქართული ოცნების" დეპუტატები, როგორც 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერები, ისე ეხმაურებიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, და ამბობენ, რომ მოსამართლეთა დანიშვის პროცესის შეუჩერებლობა წინააღმდეგობაში არ მოდის 19 აპრილის მიშელის დოკუმენტის სახელით ცნობილ შეთანხმებასთან. და პირიქით, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა. три „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტები ჩვენ - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა უშუალოდ შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, უნდა „დაპაუზებულიყო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში. მასში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში სამი მოსმენით მიიღო. „ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში. სამი დეპუტატი შემაშფოთებლად მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. „ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს“. „შეერთებული შტატე...
წყარო

Inna

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • NEW

Sofo

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 2 საათის წინ

S a l i

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ellaa

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Svetlana

რუსთავი
  • 5 საათის წინ

B a b i

თბილისი
  • 2 საათის წინ

Mistress

თბილისი
  • 6 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ela

რუსთავი
  • 9 დღის წინ

Mopereba

თბილისი
  • 11 საათის წინ