ავღანეთის მთავრობის ჯარი და თალიბები პაკისტანთან სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლისთვის იბრძვიან  

ავღანეთის მთავრობის ჯარი განაგრძობს თალიბებთან ბრძოლას პაკისტანთან დამაკავშირებელი სფინ-ბოლდაქის სასაზღვრო პუნქტზე კონტროლის მოსაპოვებლად. ობიექტი თალიბებმა დაიკავეს ფართომასშტაბიანი იერიშის განმავლობაში, რომელიც წამოიწყეს აშშ-ის ჯარის გასვლის დაწყების შემდეგ. ბრძოლა სფინ-ბოლდაქისთვის დაიწყო მას მერე, რაც ავღანელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა პაკისტანი დაადანაშაულა, რომ თალიბებს ჰაერიდან უჭერს მხარს საზღვრისპირა რეგიონში. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაზღვრო გადასასვლელი პირდაპირ მისასვლელს წარმოადგენს ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც გამაგრებული არიან თალიბების უმაღლესი მეთაურები და მებრძოლთა სათადარიგო რაზმები. სპინ-ბოლდაქის მცხოვრებთა თქმით, საზღვრისპირა ქალაქის ბაზრის მოედანზე მძაფრი ბრძოლები გაიმართა. ქალაქი თალიბებს ჩაუვარდათ ხელში 14 ივლისს. AFP-ის კორესპონდენტების თანახმად, დაჭრილ თალიბებს პაკისტანში, საზღვართან ახლოს მდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ. Reuters-მა დაადასტურა, რომ პაკისტანის საზღვრთან ავღანეთის არმიისა და თალიბანის ბრძოლების გაშუქების დროს, მისი ფოტორეპორტიორი, დანიშ სიდიყი დაიღუპა. სააგენტოს ცნობით, სიდიყი და ავღანეთის არმიის უფროსი ოფიცერი 16 ივლისს სპინ-ბოლდაქის მთავარი ბაზრის არეალზე კონტროლის აღსადგენად მიმდინარე ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპნენ. ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა პაკისტანის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა, რომ მხარს უჭერენ ჰაერიდან თალიბებს ზოგიერთ რეგიონში. სალეჰმა თქვა, რომ პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გააფრთხილეს ავღანეთის არმია, არ მიაყენონ საჰაერო დარტყმები თალიბებს საზღვრისპირა არეალებში. პაკისტანი კატეგორიულად უარყოფს ამგვარ მტკიცებას. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofiya

ბათუმი
  • 13 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nanuka

თბილისი
  • 11 საათის წინ

Makuna❤

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Lizi vnebiania

თბილისი
  • 5 საათის წინ

ФИРА

თბილისი
  • 11 დღის წინ

Sofo varketili

თბილისი
  • 10 საათის წინ

ФИРА

თბილისი
  • 16 დღის წინ

Megi

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sofo

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 1 დღის წინ