შეერთებული შტატების ყოფილი საზღვაო ქვეითი, ტრევორ რიდი, გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს მორდოვეთში

შეერთებული შტატების ყოფილი საზღვაო ქვეითი, ტრევორ რიდი, რომელიც რუსეთში გაასამართლეს და პატიმრობაშია, გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს მორდოვეთში - რეგიონში, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებიით 350 კილომეტრითაა დაშორებული და რომელიც ისტორიულად ცნობილია, როგორც რუსეთის ყველაზე სასტიკი საპყრობილეების ადგილსამყოფელი, საბჭოთა პერიოდის დროინდელი, პოლიტპატიმრებისთვის განკუთვნილი შრომითი ბანაკების ჩათვლით. ალექსეი მელნიკოვმა, ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფის საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა, 16 ივლისს განაცხადა, რომ "ტრევორი მოსკოვის საპატიმრო ცენტრი ნომერი 5-დან გადაიყვანეს მორდოვეთის ერთ-ერთ გამოსასწორებელ კოლონიაში." რიდს, რომელიც ტეხასიდან არის, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გასული წლის ივლისის ბოლოს. ის 2019 წელს დააპატიმრეს ორ რუს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. შეერთებული შტატების მთავრობა და რიდი ბრალდებებს უარყოფენ და ეჭქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესების სამართლიანობას. რიდი ერთ-ერთია იმ ამერიკელ მოქალაქეთაგან, რომლებიც უკანასკნელ წლებში რუსული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ ისეთი ბრალდებებით, რომლებსაც მათი ოჯახები, მხარდამჭერები, და ზოგიერთ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მთავრობაც, შეთითხნილად მიიჩნევს. კიდევ ერთ ყოფილ საზღვაო ქვეითს, 50 წლის პოლ ველანს, მოსკოვის სასამართლომ 2020 წლის მაისში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებით, რაც შეერთებულმა შტატებმა დაგმო და "მართლმსაჯულების დაცინვა" უწოდა. ...
წყარო

Ela

რუსთავი
  • 7 დღის წინ

Megi

თბილისი
  • 9 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Emma

თბილისი
  • 11 საათის წინ

B a b i

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 4 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lara

თბილისი
  • 12 საათის წინ

Elene

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Qeta

თბილისი
  • 10 საათის წინ