უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატი დენის მონასტირსკი გახდა

სახალხო დეპუტატი, დენის მონასტირსკი, უკრაინის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა. მისი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წარადგინა. "ჩვენ ყველას მართლა გვინდოდა, რომ თქვენ მინისტრი გამხდარიყავით", - განაცხადა ზელენსკიმ კანდიდატურის წარდგენისას. 16 ივლისს მის დანიშვნას ხმა მისცა უმაღლესმა რადამ, რომლის 271 წევრი მიემხო მონასტირსკის კანდიდატურას. როგორც გამოცემა РБК წერს, მონასტირსკის მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ უფროსთან, არსენ ავაკოვთან, დაახლოებულ პირად. თუმცა, თავად პარლამენტარი ამას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ რადაში არჩევამდე ყოფილი მინისტრი სულ რამდენჯერმე ნახა. არსენ ავაკოვი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე შვიდ წელიწადზე მეტხანს იმყოფებოდა, უმაღლესი რადის გადაწყვეტილებით, 15 ივლისიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა. ორი დღით ადრე, მან თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტსა და თავის ფეისბუკგვერდზეც განაცხადა. მიზეზის შესახებ ყოფილ მინისტრს ახსნა-განმარტება არ მიუცია. 2020 წლის ზაფხულში უკრაინის ოპოზიციამ ავაკოვი პოლიციის რეფორმის ჩაგდებაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. ...
წყარო

Gvanci

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • 100%

Tako

თბილისი
  • 5 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 10 დღის წინ
  • VIP

ვერონიკა

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Anano da nita

ბათუმი
  • 38 წუთის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Natasa

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 1 დღის წინ

Keke

თბილისი
  • 5 დღის წინ