პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით თბილისში დღეს მორიგი აქცია გაიმართება

თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ დღეს 18 საათზე მედიასაშუალებების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები. მედიამენეჯერების ორგანიზებით პირველი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 11 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხონით მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის წინ 12 ივლისსაც შეიკრიბნენ. 13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს კი პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, TV პირველმა“, „ფორმულამ“ და "კავკასიამ“. 5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორის გარდაცვალების ვერსიად, ექსპერტიზის დასრულებამდე, ნარკოტიკური ნივთიერებების ზედოზირებას ასახელებს. ასევე ნახეთ ზედოზირების ვერსია ექსპერტიზის დასკვნის გარეშე და კითხვები, რომელსაც შსს არ პასუხობს  საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას 5-6 ივლისის ძალადობაში მონაწილე დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს. ასევე ნახეთ კელი დეგნანი: ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ნათელი მესიჯი, რომ მოძალადეები დაისჯებიან ასევე ნახეთ აშშ-ს სახ.დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით ასევე ნახეთ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი მთავრობას მიმართავს ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Nata

თბილისი
  • 11 საათის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Alina

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Likuna,,

თბილისი
  • 14 საათის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mersi

თბილისი
  • 16 დღის წინ
  • VIP

Нора

თბილისი
  • 8 საათის წინ

Mia

თბილისი
  • 12 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 36 წუთის წინ

Ira

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 4 საათის წინ