ვაქცინებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, თეთრი სახლი ზეწოლას აძლიერებს სოციალური მედიის კომპანიებზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სოციალური მედიის ისეთი პლატფორმები, როგორიცაა ფეისბუკი, "ადამიანებს ხოცავენ", რადგან თავიანთ პლატფორმაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის განთავსების საშუალებას ქმნიან. COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბაიდენმა ფეისბუკსა და სოციალური მედიის სხვა კომპანიებზე ზეწოლა გააძლიერა 16 ივლისს, შაბათ-კვირისთვის თეთრი სახლის დატოვების შემდეგ. "ისინი ადამიანებს ხოცავენ", - თქვა მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად. "შეხედეთ, პანდემია მხოლოდ აუცრელებს შორის გვაქვს ახლა", - დასძინა მან, რითაც მხედველობაში ჰქონდა ჯანდაცვის უწყებების მონაცემები, რომ ვირუსი თითქმის სრულად აუცრელ ხალხში ვრცელდება. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ვაქცინის მიღებაზე უარს აცხადებენ, ბევრი ამბობს, რომ პრეპარატებს არ ენდობა. ფეისბუკმა ბაიდენის განცხადებებს უპასუხა და განაცხადა, რომ შემოღებული აქვს წესები COVID-19-ის შესახებ კონკრეტული ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ და მომხმარებელს ვაქცინების შესახებ სანდო ინფორმაციას აწვდის. ფეისბუკის პრესმდივნის, კევინ მაკალისტერის თქმით, ფეისბუკზე 2 მილიარდზე მეტი ადამიანი გაეცნო სანდო ინფორმაციას COVID-19-ის და ვაქცინების თაობაზე და 3.3 მილიონ ამერიკელზე მეტმა ფეისბუკის სპეციალური შესაძლებლობა გამოიყენა ხელმისაწვდომი ვაქცინების მოსაძიებლად. "ფაქტები აჩვენებს, რომ ფეისბუკი ხელს უწყობს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას. წერტილი", - თქვა მაკალისტერმა. ...
წყარო
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nea

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 11 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 11 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Marishka

თბილისი
  • 26 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 12 საათის წინ

Dominantka!

თბილისი
  • 8 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ela

თბილისი
  • 9 დღის წინ

Teona

ქუთაისი
  • 3 საათის წინ